რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, Hospital, რუხი, ზუგდიდი, Zugdidi.

15/08/2026

🔹კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში

🔹შუახნის ქალბატონს დიაგნოზით:
საყლაპავის მეოთხე ხარისხის თიაქარი

🔹ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია :

თიაქარპლასტიკა, ფუნდოპლიკაცია ნისენის წესით - ლაპაროსკოპიული მეთოდით.

ოპერატორი-რატი ყობაია
ასისტენტი-ანრი ესართია
საოპერაციო მედდა-ნინო დანელია
ანესთეზიოლოგი-გიორგი დუნდუა
ანესთეზიის მედდა -ცირა ხორავა

07/08/2026
24/07/2026

ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამეგრელოს რეგიონში მომუშავე სოფლის ექიმებისთვის პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.
ორდღიანი კონფერენციის მიზანი იყო პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ოჯახის ექიმების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე კლინიკური გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს თემატური მოხსენებები, განიხილეს კლინიკური შემთხვევები და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სესიებში.
სოფლის ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა მიმდინარე წელს პირველად ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს 2027 წლის 1 იანვრამდე სავალდებულო 30 კრედიტ-ქულის დაგროვებას. ამ ეტაპზე სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში მომუშავე 200-მდე ოჯახის ექიმმა უკვე გაიარა შესაბამისი საგანმანათლებლო აქტივობები, ხოლო პროექტი ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამეგრელოს რეგიო...
24/07/2026

ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამეგრელოს რეგიონში მომუშავე სოფლის ექიმებისთვის პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.
ორდღიანი კონფერენციის მიზანი იყო პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ოჯახის ექიმების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე კლინიკური გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს თემატური მოხსენებები, განიხილეს კლინიკური შემთხვევები და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სესიებში.
სოფლის ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა მიმდინარე წელს პირველად ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს 2027 წლის 1 იანვრამდე სავალდებულო 30 კრედიტ-ქულის დაგროვებას. ამ ეტაპზე სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში მომუშავე 200-მდე ოჯახის ექიმმა უკვე გაიარა შესაბამისი საგანმანათლებლო აქტივობები, ხოლო პროექტი ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

🔹 ფილტვის სკრინინგი (ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს)50–70 წლის მოქალაქეებისთვის.პროგრამა მოიცავს:🔹ფილტვების დაბალდოზიან კ...
23/07/2026

🔹 ფილტვის სკრინინგი (ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს)
50–70 წლის მოქალაქეებისთვის.

პროგრამა მოიცავს:

🔹ფილტვების დაბალდოზიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT);
🔹პულმონოლოგის კონსულტაციას.

🔹 ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი (ყოველ დღე, კვირის გარდა)
25–70 წლის ქალბატონებისთვის.

პროგრამა მოიცავს:

🔹ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიურ კვლევას;
🔹ენდოკრინოლოგის კონსულტაციას;
🔹 TSH-ის განსაზღვრას;
🔹საჭიროების შემთხვევაში — ბიოფსიას.

სკრინინგული კვლევები უფასოა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის.

დევნილის სტატუსის მქონე პაციენტებმა ვიზიტისას უნდა წარმოადგინონ:

• დევნილის მოწმობა ან
• რეგისტრაციის მისამართის დამადასტურებელი ცნობა.

📞 დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით 0322 195 004

📢 25-26 ივლისს  რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვევიან და პაციენტებს სხვადასხვა პროფილის საკონსულტაციო მომსახურებას გაუ...
20/07/2026

📢 25-26 ივლისს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვევიან და პაციენტებს სხვადასხვა პროფილის საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევენ :

🔹 ეკატერინა ფაცაცია – ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ასისტენტ-პროფესორი.

🔹 ეკატერინე უბერი – პედიატრი,, პროფესორი.

🔹 ვლადიმერ თალაკვაძე – ბავშვთა ქირურგი, ასოცირებული პროფესორი.

🔹 ჯულიეტა კიკვაძე – ბავშვთა ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგი

🔹 ნინო ხვედელიანი – ბავშვთა ყბა-სახის ქირურგი.

🔹 ირინე კეკელიძე – ბავშვთა ოტორინოლარინგოლოგი, ასოცირებული პროფესორი.

🔹 მანანა კობახიძე – ბავშვთა ალერგოლოგი, ასოცირებული პროფესორი.

🔹 მანანა კიკოლაშვილი – ბავშვთა ოფთალმოლოგი, ასისტენტ-პროფესორი.

🔹 მარიამ ღუღუნიშვილი – ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ასისტენტ-პროფესორი.


📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელ ხაზს : (0322) 195 004

ჩვენი კლინიკის ცხელი ხაზი უკვე 24/7-ზე თქვენს სამსახურშია! გჭირდებათ ინფორმაცია კვლევების, ანალიზების თუ ექიმთან ვიზიტის...
08/07/2026

ჩვენი კლინიკის ცხელი ხაზი უკვე 24/7-ზე თქვენს სამსახურშია!

გჭირდებათ ინფორმაცია კვლევების, ანალიზების თუ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის შესახებ? ჩვენი საინფორმაციო ოპერატორები მზად არიან დაგეხმარონ დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში.

✅ რისი გაკეთება შეგიძლიათ ცხელი ხაზის საშუალებით:

ექიმთან ვიზიტის ჩაწერა;
კვლევებისა და ანალიზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება;
კლინიკის სამუშაო განრიგისა და სერვისების დაზუსტება.

📌 მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
უსაფრთხოებისა და კანონმდებლობის დაცვით, ჩვენი ოპერატორები არ გასცემენ პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას. პაციენტის მონაცემების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ მსგავსი დეტალების გასაჯაროება დისტანციურად არ ხორციელდება.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, გიგა ფარფალია შანხაის ფილტვის დაავადებათა საავადმყოფოში მიმდინარე „...
06/07/2026

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, გიგა ფარფალია შანხაის ფილტვის დაავადებათა საავადმყოფოში მიმდინარე „უნიპორტალური VATS და RATS“-ის 57-ე საერთაშორისო სემინარზე მიიწვიეს.

გიგა ფარფალიას მონაწილეობა საერთაშორისო სემინარში მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის.

მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს თანამედროვე მცირეინვაზიური ქირურგიის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების დანერგვას და რეგიონში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ სემინარის პირველ დღეს შესრულდა 178 ოპერაცია, მათ შორის განსაკუთრებით რთული ქირურგიული ჩარევები ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებზე.

ღონისძიებას ცნობილი თორაკალური ქირურგი დიეგო გონსალეს რივასი ხელმძღვანელობს და მასში, მსოფლიოს 17 წამყვანი თორაკალური ქირურგი იმყოფება.

სიახლე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში – ზრუნვა თქვენს მხედველობაზეჩვენს სამედიცინო ცენტრს ოფთალმოლოგიის მიმართულება შეე...
24/06/2026

სიახლე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში – ზრუნვა თქვენს მხედველობაზე

ჩვენს სამედიცინო ცენტრს ოფთალმოლოგიის მიმართულება შეემატა.
ახლა უკვე შესაძლებელია, ოფთალმოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებმა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ჩაიტარონ და ოპერაციები დაგეგმონ ჩვენს მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად.

გთავაზობთ დიაგნოსტიკის სრულ სპექტრს:

ვიზომეტრია;
თვალშიდა წნევის განსაზღვრა (ტონომეტრია);
რეფრაქტომეტრია;
ბიომიკროსკოპია;
პერიმეტრია;
თვალის ფსკერის სრული კვლევა.

ოფთალმოლოგის მიღების საათები:
🔹 სამშაბათი – 14:00-18:00
🔹 ხუთშაბათი – 10:00-18:00
🔹 შაბათი – 10:00-14:00

Address

რუხი, ზუგდიდი
Zugdidi
2130

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო:

Shortcuts

Share

Category