01/07/2026
Medical Park-ის კლინიკების ქსელი Monk Andrew’s Foundation-ის მოწვევით მონაწილეობდა მესტიაში გამართულ კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში ჩვენი სპეციალისტები ადგილობრივ ექიმებთან ერთად პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომების განხილვაში ჩაერთნენ.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა ერთობლივი შეხვედრა პაციენტებთან, რომლის დროსაც ექიმებმა კონსულტაციები ჩაატარეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
გულწრფელ მადლობას ვუხდით ფონდის ხელმძღვანელს, ქალბატონ თინათინს, ასევე მესტიის გუბერნატორს თბილი მასპინძლობისთვის, ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობისთვის. დიდად ვაფასებთ თქვენს გულთბილ მიღებას და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც წარმატებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენი პაციენტების კეთილდღეობისათვის.