Dr. Ketevani

Directions Website Contact the practice

Dr. Ketevani Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Dr. Ketevani, Medical and health, New York, NY.

10/09/2025
10/09/2025
07/16/2025

🌸 დაგეგმეთ თქვენი კვირა დღე და შემოგვიერთდით გამორჩეულ შეხვედრაზე!

გიწვევთ ექიმ ქეთევან შავლიაშვილთან ერთად სალონის სტილის შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდება

📅 21 სექტემბერი, კვირა
🕰 12:30 PM – 4:00 PM
📍 535 5th Avenue, 13th სართული, New York, NY 10017

🔬 განვიხილავთ მედიცინის უახლეს მიდგომებს ქალთა ჯანმრთელობისთვის.

შეხვედრის თემა:
ინტეგრაციული მედიცინა. ცხოვრების წესის და კვების ძალა - ფიზიკური და ემოციური ბალანსი მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით.

გაიგებთ, თუ როგორ აძლევს თანამედროვე მედიცინა და მეცნიერება ქალებს ძალას, მართონ საკუთარი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, თავიდან აიცილონ დაავადებები, იყვნენ წარმატებული და ფუნქციური ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე

📌 დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
👉 დასწრების მსურველთათვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე:
🔗 https://pp.events/bZwRDPAw

სურვილის შემთხვევაში მონაწილეობის
დონაცია 💵 $15 | $20 | $50 | $100
🎗️ კიბოს წინააღმდეგ🎗️
მებრძოლ ქალთა მხარდაჭერისთვის💕
👉 Zelle: [email protected]

#ერთადკიბოსწინააღმდეგ #ქალებისმხარდაჭერა #ქალთაჯანმრთელობა #სალონისშეხვედრა

----------
"ქალთა ჯანმრთელობა დიდი ხნის მანძილზე ჩრდილში იყო. ახლა დროა გავაცნობიეროთ მისი მნიშვნელობა და გავიგოთ, როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ დიდხანს, ვიგრძნოთ თავი ძლიერად და სრულფასოვნად ცხოვრების ყველა ეტაპზე.

ქალთა ჯანმრთელობის ზონა - ადგილი, სადაც ქალები იკრიბებიან საუბრებისთვის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შესახებ, გამოცდილების გასაზიარებლად და თანამედროვე ცოდნის მისაღებად.

არ გამოტოვოთ ეს განსაკუთრებული სალონური შეხვედრა ექიმ ქეთევან შავლიაშვილთან, ინტეგრაციული და ფუნქციური მედიცინის სპეციალისტთან, რომელიც ყველა ასაკის ქალისთვის იქნება საინტერესო.

მეცნიერება, ცოდნა, გამოცდილება და თვითრწმენა ერთად იძლევა იმ ძალას, რომ ქალებმა იცხოვრონ უფრო ხანგრძლივად, ჯანმრთელად და სრულფასოვნად ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.

მოდით, ერთად გამოვყოთ ჭეშმარიტი ფაქტები მითებისგან, მოვისმინოთ მეცნიერებაზე დაფუძნებული თანამედროვე სტრატეგიები ჯანმრთელობის განსამტკიცებლად და აღმოვაჩინოთ ქალის ძალა, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია.

ეს იქნება არა მხოლოდ ინფორმაციის და პრაქტიკული რჩევების მიღების წყარო, არამედ შესანიშნავი კონტაქტებისა და ნამდვილი ურთიერთობების შექმნის უნიკალური შესაძლებლობა.

ეს არის ქალის დრო, თქვენი დრო!”

#ერთადქალებისთვის #ქალებისმხარდაჭერა #საქველმოქმედოღონისძიება #ერთადკიბოსწინააღმდეგ #პოზიტიურიენერგია #ვიბრძვითერთად

Address

New York, NY

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Ketevani posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Dr. Ketevani:

Shortcuts

Sponsored

Share