08/08/2024
თვალის კლინიკა 'აისი' • Eye Clinic 'I See' -ის გუნდის სახელით ვულოცავთ, ბესო ექიმს დაბადების დღეს ❤️ ვუსურვებთ წარმატებას, პროფესიულ წინსვლას ❤️
✨თვალის კლინიკა „აისი“-ს გუნდს შემოუერთდა ოფთალმოქირურგი ბესო ჭელიძე.
🩺2016 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, სწავლა განაგრძო ორდინატურაში ბელარუსის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში.
2019-2020 წლებში გაიარა დამატებითი გადამზადების კურსი კატარაქტალური ქირურგიის მიმართულებით ქალაქ მინსკში.
ზოგად თერაპიულ ოფთალმოლოგიასთან ერთად მისი ძირითადი მიმართულებებია:
▫️კატარაქტის ქირურგია
▫️გლაუკომის თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა
▫️რქოვანას ქირურგია
▫️პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები ქუთუთოებზე
▫️დიაბეტური რეტინოპათიის თერაპიული მკურნალობა
▫️ინტრავიტრეალური ინექციები
🗒ბესო ჭელიძესთან კონსულტაცია შესაძლებელია წინასწარ ჩაწერით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც მზად არიან იზრუნონ თქვენს უკეთეს მხედველობაზე 👁️