22/07/2026
🌸 შემეცნებითი “სერიალი”
ვულვის მასკლეროზირებელი (LS) არის ქრონიკული, პროგრესირებადი ანთებითი დაავადება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეს არ არის ინფექცია, HPV და არ არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება.
ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
• ძლიერი ქავილი (განსაკუთრებით ღამით)
• წვა და ტკივილი
• ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
• ანალური დისკომფორტი და ბზარები
• შარდვისას დისკომფორტი
მკურნალობის გარეშე LS-მა შეიძლება, გამოიწვიოს ნაწიბუროვანი ცვლილებები, ვულვის ანატომიის შეცვლა, ქრონიკული ტკივილი, სექსუალური ფუნქციის დარღვევა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება. ასევე, ხანგრძლივი და არაადეკვატურად კონტროლირებული დაავადების შემთხვევაში იზრდება ვულვის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის (SCC) განვითარების რისკიც.
LS ხშირად ასოცირდება აუტოიმუნურ დაავადებებთან, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან, ვიტილიგოსთან, ალოპეცია არეატასთან, 1 ტიპის დიაბეტთან და ცელიაკიასთან.
❌ მითია, რომ ეს მხოლოდ „სიმშრალეა“, ცუდი ჰიგიენის შედეგია ან სტეროიდებით მკურნალობა ყოველთვის საზიანოა. სინამდვილეში, ულტრამძლავრი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები მსოფლიოში LS-ის პირველი რიგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობაა და სწორად გამოყენების შემთხვევაში, ამცირებს ნაწიბუროვანი ცვლილებებისა და ონკოლოგიური გართულებების რისკს.
📌 LS არ არის კოსმეტიკური პრობლემა — ეს არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროული დიაგნოსტიკა, რეგულარული მეთვალყურეობა და სწორი მკურნალობა გადამწყვეტია ანატომიის, სექსუალური ფუნქციისა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად.