Dr. Nino Iremadze

Dr. Nino Iremadze 👩‍⚕️ Dermatology & Venereology Resident Doctor
⚕️ Evidence-Based Skin Care
💉 Aesthetic Medicine

18/09/2026

პირის გარშემო წვრილი გამონაყარი? 🤔 შეიძლება ეს აკნე სულაც არ იყოს.

პერიორალური დერმატიტი ხშირად სწორედ ასე იწყება - სიწითლე, წვრილი გამონაყარი, წვა ან ქავილი.

ხანდახან მიზეზი ჩვენს ყოველდღიურ რუტინაშია: ახალი კოსმეტიკური პროდუქტი, აქტიური ინგრედიენტები ან სახეზე გამოყენებული სტეროიდული მალამო.

👉 ამიტომ მსგავსი გამონაყარის დროს თვითნებური მკურნალობა შეიძლება მდგომარეობის გამწვავების მიზეზი გახდეს.

თუ გსურთ გაიგოთ, რა შეიძლება იწვევდეს ასეთ გამონაყარს - უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. 🩺

#პერიორალურიდერმატიტი #დერმატოლოგი #კანისჯანმრთელობა #აკნე #კანისმოვლა

ქავილი — ერთი სიმპტომი, მრავალი მიზეზი. 🌸ქავილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია დერმატოლოგიაში, თუმცა მისი არსებობ...
16/09/2026

ქავილი — ერთი სიმპტომი, მრავალი მიზეზი. 🌸

ქავილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია დერმატოლოგიაში, თუმცა მისი არსებობა ყოველთვის ერთსა და იმავე დაავადებაზე არ მიუთითებს.

ზოგჯერ ქავილს თან ახლავს ხილული გამონაყარი, თუმცა ქავილის მიზეზი ყოველთვის ხილული კანის ცვლილებით არ ვლინდება.

👉 გადაფურცლეთ კარუსელი და გაიგეთ, რა შეიძლება იდგეს ქავილის უკან.

თუ ქავილი გახანგრძლივდა, განმეორებით გაწუხებთ ან თან ახლავს კანის ცვლილებები, მნიშვნელოვანია მისი მიზეზის შეფასება და შესაბამისი მკურნალობის შერჩევა.

თქვენს შემთხვევაში ქავილს რა ახლავს ხოლმე — გამონაყარი, სიწითლე თუ კანის სიმშრალე? 💬

14/09/2026

🎬 „30 წამი დერმატოლოგთან“ — ეპიზოდი 10
უკვე მე-10 ეპიზოდია, რაც 30 წამში ვსაუბრობთ კანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საინტერესო და პრაქტიკულ თემებზე. 🤍

კანის ქავილს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების სწორად შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დროული კონსულტაცია.

ამ ეპიზოდში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ, თუმცა ხშირად არასწორად ამოცნობილ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ. 🔍

💬 თქვენ რას ისურვებდით შემდეგ ეპიზოდში?
რომელ დერმატოლოგიურ თემაზე გინდათ, რომ შემდეგი 30 წამი დავუთმოთ?
დამიწერეთ კომენტარებში 👇

#30წამიდერმატოლოგთან #მუნი #დერმატოლოგი #დერმატოლოგია #კანისჯანმრთელობა

11/09/2026

ფსორიაზის გამწვავება ყოველთვის შემთხვევით არ ხდება — ზოგჯერ მას წინ კონკრეტული ფაქტორები უძღვის.

საკუთარი ტრიგერების ამოცნობა დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, რა შეიძლება მოქმედებდეს დაავადების მიმდინარეობაზე და უფრო ყურადღებით მართოთ ყოველდღიური ფაქტორები.

🔍 დააკვირდით თქვენს კანს, გამწვავებების პერიოდებს და იმას, რა ხდებოდა მათ წინ. ზოგჯერ ამ პატარა დეტალებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგცეთ.

„30 წამი დერმატოლოგთან“ — მოკლედ კანის შესახებ, მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის. 👩🏻‍⚕️

#30წამიდერმატოლოგთან #ფსორიაზი #დერმატოლოგი #კანისჯანმრთელობა

ყველა კანის დაავადება გადამდები არ არის.კანის ცვლილების ან გამონაყარის დანახვისას ხშირად გვიჩნდება კითხვა — „ხომ არ გადა...
09/09/2026

ყველა კანის დაავადება გადამდები არ არის.

კანის ცვლილების ან გამონაყარის დანახვისას ხშირად გვიჩნდება კითხვა — „ხომ არ გადამედება?“ თუმცა პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის მისი გამომწვევი მიზეზი.

აკნე, ფსორიაზი და როზაცეა არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე, ხოლო ზოგიერთი მდგომარეობა, მაგალითად მეჭეჭები, იმპეტიგო და სკაბიესი — შეიძლება გადამდები იყოს.

👉 გადაფურცლე კარუსელი და გაიგე, რომელი კანის დაავადებები გადადის და რომელი — არა.

რომელი კანის დაავადების გადამდებლობაზე გქონია ყველაზე მეტი კითხვა? 💬

07/09/2026

კანზე ახალი წარმონაქმნის აღმოჩენა ხშირად ბევრ კითხვას აჩენს — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მკვეთრად წითელი ფერისაა. 🔴

მიუხედავად იმისა, რომ ანგიომა უმეტეს შემთხვევაში სრულიად უვნებელია, **ნებისმიერი ახალი ან შეცვლილი წარმონაქმნის თვითდიაგნოსტიკა ყოველთვის სწორი მიდგომა არ არის.**

🔍 მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის არის საჭირო უბრალოდ დაკვირვება და როდის — დერმატოლოგის კონსულტაცია.

თქვენ შეგიმჩნევიათ მსგავსი წითელი წერტილები კანზე? 👇

#დერმატოლოგი #კანისჯანმრთელობა #დერმატოლოგია #ანგიომა

🌸 როზაცეა მხოლოდ სახის სიწითლე არ არის.ის შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს — პერიოდული ან მუდმივი სიწითლით, ხილული...
05/09/2026

🌸 როზაცეა მხოლოდ სახის სიწითლე არ არის.

ის შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს — პერიოდული ან მუდმივი სიწითლით, ხილული სისხლძარღვებითა და ზოგიერთ შემთხვევაში ანთებითი გამონაყარით.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როზაცეას გამოვლინებები ყველა ადამიანში ერთნაირი არ არის, ამიტომ სწორი დიაგნოზი და ინდივიდუალურად შერჩეული მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

👉 გადაფურცლე კარუსელი და გაიგე, როგორ შეიძლება გამოვლინდეს როზაცეა.

გქონიათ სახის ხშირი ან მუდმივი სიწითლე? 💬

#როზაცეა #კანისმოვლა #დერმატოლოგი #სიწითლე

რეზიდენტურის პერიოდი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია — დრო, როდესაც ცოდნა მუდმივად უნდა შე...
03/09/2026

რეზიდენტურის პერიოდი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია — დრო, როდესაც ცოდნა მუდმივად უნდა შეივსოს ახალი გამოცდილებითა და თანამედროვე მიდგომებით.

ამ პროცესში კონფერენციები და სამეცნიერო შეხვედრები ახალი ცოდნის მიღების, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ამჯერად ვესწრებოდი ###VIII პოლიპროფილურ სამედიცინო კონფერენციას — „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“.

თუმცა, პროფესიული გზის წარმატებით გავლაში მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის საკმარისი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც ამ გზაზე სწორ მიმართულებას გაჩვენებს.

მენტორი არის ის, ვინც საკუთარი გამოცდილებით გასწავლის, გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გიბიძგებს იფიქრო უფრო ფართოდ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გეხმარება ჩამოყალიბდე არა მხოლოდ კარგ სპეციალისტად, არამედ უკეთეს ექიმად.

ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ამ გზაზე ჩემი ხელმძღვანელის, ზაზა თელიას, მხარდაჭერა და გამოცდილება მაქვს. მისი მენტორობა ჩემთვის რეზიდენტურის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნაწილია.

კარგი მენტორი პროფესიული გზის თანამგზავრია, რომლის გავლენაც წლების შემდეგაც გრძელდება ❤️❤️

02/09/2026

ხშირად გვგონია, რომ რაც უფრო მეტად „გავიხეხავთ“ ქუსლებს, მით უფრო გლუვი გახდება კანი. მაგრამ შეიძლება პირიქითაც მოხდეს. 🦶🏻

„30 წამი დერმატოლოგთან“ ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ, როგორ მოვუაროთ გაუხეშებულ ქუსლებს სწორად და რატომ არის რეგულარული დატენიანება ასე მნიშვნელოვანი.

თქვენ რომელი თემა გინდათ, შემდეგ ეპიზოდში განვიხილოთ? 💬👇

#გაუხეშებულიქუსლები #დერმატოლოგი #დამატენიანებელი #კანისმოვლა

31/08/2026

აკნეს სტაფილოკოკი იწვევს? 🦠
მითი თუ ფაქტი? 🤔

თუ აკნე გაწუხებთ, შესაძლოა ერთხელ მაინც გსმენიათ — „სტაფილოკოკი მაქვს და ამიტომ გამომაყარა“.

მაგრამ მართლა არის თუ არა სტაფილოკოკი აკნეს მთავარი მიზეზი?

„30 წამი დერმატოლოგთან“ ამ ეპიზოდში სწორედ ამ გავრცელებულ მითს ვამოწმებთ. 👩🏻‍⚕️

რომელი დერმატოლოგიური მითი გავარჩიოთ შემდეგ ეპიზოდში? 💬👇

#აკნე #სტაფილოკოკი #აკნესმკურნალობა #დერმატოლოგი

Address

თბილისი, საქართველო
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Nino Iremadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category