15/05/2026
13-14 ივნისს (შაბათი-კვირა) გიწვევთ ყველაზე აქტუალურ, საინტერესო და პრაქტიკულ ვორქშოპზე "ძილის დარღვევები კლინიკურ პრაქტიკაში & შფოთვითი აშლილობები" 📢
♦ ფორმატი - დასწრებული და ონლაინ (მსურველებისთვის zoom პლატფორმაზე)
♦ დრო - 12:00-15:00
♦ მისამართი - უშანგი ჩხეიძის 5
👩🎓სპიკერი - სალომე გოგავა - ექიმი ფსიქიატრი (დიპლომირებული მედიკოსი, რეზიდენტურა ფსიქიატრიაში და ნარკოლოგიაში), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, ევროპული უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU მოწვეული ლექტორი, სტაჟირება - გერმანიაში, ფსიქიატრიულ კლინიკაში LVR-Klinik Langenfeld, საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციის, ევროპული ნეიროფსიქოფარმაკოლოგიის კოლეჯის (ECNP), და ევროპის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრი (EPA).
📌ვორქშოპი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქიატრებისთვის, სტუდენტებისთვის, ნევროლოგებისთვის და თემებით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის.
დღე 1 👇
✔️ ძილის ფაზები და ნეირობიოლოგია პრაქტიკული კუთხით
✔️ ყველაზე ხშირი ძილის დარღვევების სწრაფი ამოცნობა (უძილობა, ჰიპერსომნია, პარასომნიები, ცირკადული რითმის დარღვევა)
✔️ უძილობის DSM-5 / ICD-11 დიაგნოსტიკა
✔️ ფსიქიატრიული და სომატური მიზეზების დიფერენცირება
✔️ ძილის როლი შფოთვით აშლილობებსა და დეპრესიაში
✔️ სტრუქტურირებული შეფასება და კლინიკური ინსტრუმენტები
✔️ თანამედროვე მართვის პრინციპები
✔️ CBT-I პრაქტიკული ტექნიკები
✔️ როდის ვიწყებთ მედიკამენტურ მკურნალობას და როდის არა
✔️ რეალური მედიკამენტური მიდგომები პრაქტიკაში
✔️ ძილის ჰიგიენა და ყოველდღიური რეგულაციის სტრატეგიები
დღე 2 👇
✔️ შფოთვის ნეირობიოლოგია
✔️ შფოთვითი აშლილობების კლინიკური მიმოხილვა
— გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვა, სპეციფიკური ფობიები, OCD
✔️ დიაგნოსტიკა პრაქტიკაში
— DSM/ICD კრიტერიუმების გამოყენება
— სკრინინგი და შეფასების ჩეკლისტები
— დიფერენციალური დიაგნოზი (სომატური/ნევროლოგიური მიზეზები
✔️ პანიკური შეტევა: ამოცნობა და მართვა
— სწრაფი კლინიკური გადაწყვეტილებები
— დიფერენცირება სომატურ პათოლოგიებთან
✔️ მკურნალობის პრინციპები
— CBT მიდგომები
— SSRI/SNRI და ანქსიოლიტიკების როლი
— მკურნალობის სტრატეგიის შერჩევა
✔️ კლინიკური ქეისები და ალგორითმები
— რეალური შემთხვევების ანალიზი
✔️ ხშირი კლინიკური შეცდომები
რას მიიღებთ 💡🧠
- ქეისებზე დაფუძნებული სწავლება
- პრაქტიკული ინსტრუმენტები ყოველდღიური მუშაობისთვის
- დისკუსია და Q&A
📝 ვორქშოპი ითვალისწინებს დასწრების ელ-სერტიფიკატს
მაისის ბოლომდე მოქმედებს ადრეული რეგისტრაციის ფასდაკლება💥❗ ასევე შეღავათი გათვალისწინებულია ჩვენი წინა კურსების მონაწილეთათვის 💥
დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 📩