17/04/2026
გზა პრობლემიდან გამოსავლამდე
მოკლევადიანი ფსიქოთერაპიული პრაქტიკის ცენტრი (Brief Psychotherapy Practice Center – BPPC) ატარებს 3 დღიან ინტენსიურ ონლაინ შეხვედრას (ვორქშოპს) ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს განსხვავებულად შეხედოს ცხოვრებას.
ეს ,,ვორქშოპი’’ შექმნილია ნებისმიერი მოტივირებული ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს მოკლევადიანი თერაპიის მიდგომის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენ შესაძლებლობას მოგცემთ საკუთარ თავზე გამოსცადოთ კონკრეტული ტექნიკების მუშაობა და დაგანახოთ, როგორი ძალა შეიძლება ჰქონდეს კითხვის დასმას დიალოგის პროცესში.
📌 რას მიიღებთ ტრენინგისგან?:
➡️პრაქტიკაზე ორიენტირებულ და ინტენსიურ სწავლებას
➡️კონკრეტულ ტექნიკებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარ თავთან ან სხვებთან ურთიერთობისას სხვადასხვა გამოწვევებისა თუ პრობლემური სიტუაციების დროს
➡️სამუშაო მასალებს თერაპიული ტექნიკების მარტივი და ეფექტური შესრულებისთვის
📌 რას ისწავლით:
➡️რა არის გამოსავალზე ფოკუსირებული მოკლევადიანი თერაპია და როგორ მიიღწევა სწრაფი ცვლილება
➡️ძირითადი თეორიული პრინციპები
➡️მიზნის სწორად ფორმულირება - რა გვსურს რეალურად
➡️პრობლემიდან გამოსავალზე ფოკუსის გადატანა
➡️სასურველი მომავლის მკაფიო დასახვა
➡️მცირე, რეალისტური ნაბიჯებით პროგრესი
,,ვორქშოპს’’ წარუძღვებიან გამოსავალზე ფოკუსირებული თერაპევტები, საქართველოს მოკლევადიანი ფსიქოთერაპიის ასოციაციის დამფუძნებელი წევრები: დავით ერაძე; სოფო კაშია; ანანო ბუბუტეიშვილი
📅თარიღები
,ვორქშოპი" წარიმართება ინტენსიური, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდით, შეზღუდული რაოდენობის, მცირე ჯგუფში.
9 - 10 და 17 მაისს - 12:00-17:00 საათზე.
ღირებულება 500 ლარი. აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისთვის 400 ლარი
რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს:
https://forms.gle/FGrdkXENp1Xe3Yky6
ან მოგვწერეთ:
[email protected]