Yogawill

Yogawill Ashtanga/Hatha Yoga Yogawill is a calm and cozy space for those interested in Yoga practice, beginners as well as advance students.

“Yogawill” არის მშვიდი და მყუდრო გარემო იოგას პრაქტიკით დაინტერესებულთათვის, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი იოგას პრაქტიკოსებისთვის. ვარჯიში მიმდინარეობს ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალური მიდგომა მორგებულია თითოეული მონაწილის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. ჩვენთან შეძლებთ თქვენი პირადი იოგის გზის დაწყებას, განვითარებას, გაზრდას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცესის გაზიარებას.
იოგა

ეს არის ენერგია, რომელიც აღვივებს სიცოცხლისა და ერთიანობის განცდას ჩვენში, და გვეხმარება ყოველდღიური ცხოვრების მსუბუქად და ჰარმონიულად წარმართვაში. Practice is conducted within the groups, also the individual approach is adjusted to each student’s physical capacity. With us you can start your own yoga path, develop, grow, and most importantly, can share the process with others. Yoga is energy, calling life and perception of union within us, helping to deal with our everyday life with the insight of simplicity of harmony.

21/07/2026

Listening Session გვექნება Yogawill-ში, სადაც გავაერთიანებ ემბიენტ სეტს თერაპიულ ჟღერად ინსტრუმენტებთან. შევეცდები მრავალფეროვანი ბგერითი მოგზაურობა მოვაწყოთ.

სესიას არ ექნება თერაპიული ხასიათი, უბრალოდ განტვირთვა, დასვენება, ფიქრი და შინაგანი მოგზაურობა ბგერებთან ერთად. ცოტა ხნით გავჩერდეთ, მოვდუნდეთ, მოვუსმინოთ მუსიკას და ბგერებს, ვიფიქროთ ან უბრალოდ ვიყოთ.

თუ გიყვართ ემბიენტი, ატმოსფერული მუსიკა და სივრცეები, სადაც შეგიძლია იკოტრიალო და არაფერი აკეთო, მაშინ შემოგვიერთდი. ✨

📍 Yogawill
🗓️ 24ივლისი
🕖 19:30
💰 35₾

რეგისტრაციისთვის მოგვწერე 🤍

10/07/2026

იოგას პრაქტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი სხეულის, შესაძლებლობებისა და ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებაა,
ასანა, იგივე პოზა ერთდროულად უნდა იყოს მყარი და მსუბუქი,სწორედ ეს ბალანსი არის წარმატებული პრაქტიკის ერთ-ერთი საზომი.

ჯგუფურ გაკვეთილზე მთავარი მიზანი არ არის ყველა ასანის იდეალურად გამეორება. გაცილებით მნიშვნელოვანია, პოზაში შეხვიდე უსაფრთხოდ, იპოვო მდგრადობა და ამავდროულად სიმსუბუქე, და იმუშაო იმ დონეზე, რომელიც შენს სხეულს შეესაბამება.

ჩვენთან პრაქტიკა ისეა აგებული, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი როგორც დამწყებებმა, ისე გამოცდილმა ადამიანებმა. ჩვენი მიზანია, შეგიქმნათ სივრცე, სადაც შეძლებთ საკუთარი სხეულის უკეთ გაცნობას, მოძრაობის, ყურადღების ხარისხის გაუმჯობესებას.

შევქმნათ ისეთი გამოცდილება, რომელიც დაგეხმარებათ, საკუთარი სხეული თავად აღმოაჩინოთ. არა მხოლოდ ვარჯიშის დროს, არამედ ყოვე

ახალი  #13.ჩვენი შემდეგი სტუმარია დავით მამალაძე,ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებელი.ამ ეპიზოდში დავითი გვიზიარებს ს...
08/07/2026

ახალი #13.

ჩვენი შემდეგი სტუმარია დავით მამალაძე,ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებელი.

ამ ეპიზოდში დავითი გვიზიარებს საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, საუბრობს ტრანსცენდენტული მედიტაციის პრაქტიკაზე, მის ხედვებს მედიტაციასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ შეცვალა ამ პრაქტიკამ მისი ცხოვრება.

ჩვენი შემდეგი სტუმარია დავით მამალაძე, ტრანსცენდენტული მედიტაციის მ...

04/07/2026

დილის კლასი ვაკის პარკში. ☀️🌿

სუფთა ჰაერი, მოძრაობა და მშვიდი დასაწყისი.

ზაფხულში პერიოდულად ისევ შევხვდებით ღია სივრცეში.

03/07/2026

დღევანდელი დილის კლასი ვაკის პარკში. ☀️🌿

სუფთა ჰაერი, მოძრაობა და მშვიდი დასაწყისი.

პერიოდულად ისევ შევხვდებით ღია სივრცეში.

#

Address

Iuri Gagarini 13
Tbilisi
0160

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Yogawill posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Yogawill:

Shortcuts

Share

Category