10/06/2026
ვიშუდჰა 🦋
დღეს ვისაუბრებთ ყელის ჩაკრაზე - ვიშუდჰაზე. ეს მეხუთე ჩაკრაა და მდებარეობს ყელის არეში. 💙
იგი დაკავშირებულია კომუნიკაციასთან, თვითგამოხატვასთან, სიმართლის თქმის უნართან, მოსმენასთან და საკუთარი ხმის პოვნასთან. იგი წარმოადგენს ხიდს ჩვენს შინაგან სამყაროსა და გარე სამყაროს შორის - იმ სივრცეს, სადაც აზრები, გრძნობები და იდეები სიტყვებად იქცევა. 🗣️
ვიშუდჰა არის გულწრფელი გამოხატვის, სიწმინდისა და სიმართლის ჩაკრა. მას უკავშირებენ საკუთარი აზრებისა და გრძნობების თავისუფლად გამოხატვის უნარს, სიმართლის თქმასა და საკუთარი პოზიციის დაცვას, ასევე მოსმენის კულტურას - არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავისაც. ეს ჩაკრა დაკავშირებულია შემოქმედებით თვითგამოხატვასთან - წერასთან, სიმღერასთან, საუბართან, ლექციებთან და ხელოვნების სხვადასხვა ფორმასთან, ხოლო მისი ჰარმონიული ფუნქციონირება ხელს უწყობს შინაგანი და გარეგანი სამყაროს შორის ბალანსისა და კავშირის დამყარებას. ✨
სანსკრიტზე „ვიშუდჰა“ ნიშნავს „განწმენდას“. სიმბოლურად ეს გულისხმობს სუფთა კომუნიკაციას - როდესაც ადამიანი გამოხატავს იმას, რასაც რეალურად ფიქრობს, გრძნობს და განიცდის. 💎
მისი ელემენტია ეთერი (სივრცე), ხოლო სიმბოლური ფერი - ცისფერი ან ლურჯი. 🌌
ქვები - აკვამარინი, ლაზურიტი, მწვანე იასპი… 💎
ენერგეტიკულად ვიშუდჰას ჩაკრას უკავშირდება ოთხშაბათი - მერკურის დღე. 🪐
მერკური კომუნიკაციის, აზროვნების, სწავლისა და ინფორმაციის გადაცემის პლანეტად ითვლება. ვიშუდჰაც სწორედ კომუნიკაციის, ცოდნის გაზიარებისა და საკუთარი სიმართლის გამოხატვის ჩაკრაა. 📚
საკვები - მწვანე ბოსტნეული, ვაშლი, მსუბუქი კვება. მარცვლეულიდან ფეტვი. იგი მერკურის მარცვლეულად ითვლება და ხელს უწყობს აზრის სიცხადეს, მოქნილობასა და თვითგამოხატვას. 🍏
რადგან ვიშუდჰა სივრცის ელემენტს უკავშირდება, აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიჩუმეს, მოსმენას, სწორ კომუნიკაციასა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას. 🤫
როდესაც ვიშუდჰა ჩაკრა ბალანსშია, ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრებისა და გრძნობების მშვიდად, მკაფიოდ და გულწრფელად გამოხატვა. მას არ ეშინია თავისი სიმართლის თქმის, შეუძლია მოსმენაც და გაგებაც. 😊
ასეთ დროს ადამიანი უფრო გულწრფელი, კომუნიკაბელური და თავდაჯერებულია. 🌟
ვიშუდჰა ჩაკრას უკავშირებენ ყელს, ხმის იოგებს, ფარისებრ ჯირკვალს, კისერს, პირის ღრუს, ყბას და სმენას. 👂
შესაბამისად, მისი დისბალანსი შესაძლოა გამოვლინდეს საკუთარი აზრის გამოთქმის შიშით, მუდმივი დათმობით, გაუბედაობითა და ურთიერთობებში გაუგებრობებით. ასეთ დროს ადამიანი ან ვერ ამბობს სათქმელს და საკუთარ თავში იკეტება, ან პირიქით - ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს და ნაკლებად უსმენს სხვებს. ფიზიკურ დონეზე კი ეს შესაძლოა აისახოს ყელის, ფარისებრი ჯირკვლისა და კისრის არეში სხვადასხვა პრობლემებით. 🥀
უპასუხეთ ამ კითხვებს და გაიგეთ, თქვენი ვიშუდჰას ჩაკრა რა მდგომარეობაშია. 🧐
დაუკვირდით ამ კითხვებს და გააანალიზეთ პასუხები - ისინი მიგანიშნებთ, რამდენად დაბალანსებულია თქვენი ჩაკრა. 📝
ამ ჩაკრის გააქტიურებისთვის სასარგებლოა სიმღერა, ხმამაღლა კითხვა, ლოცვა, მანტრების გამეორება, დღიურის წერა და გულწრფელი კომუნიკაცია. ✨